Accentnews.ge
ისრაელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 დოზის გაკეთებიდან 7 დღეში ანტისხეულების რაოდენობა 5–ჯერ იზრდება

ისრაელის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 დოზის გაკეთებიდან 7 დღეში ანტისხეულების რაოდენობა 5–ჯერ იზრდება

04/01/2022 13:09:17 მსოფლიო

ისრაელის Sheba Medical Centre–ის მიერ ჩატარებული კვლევის წინასწარი შედეგების თანახმად, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 დოზის გაკეთებიდან 7 დღეში ანტისხეულების რაოდენობა 5–ჯერ იზრდება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ–მინიტრმა ნაფტალი ბენეტმა გააკეთა.

"კვლევის წინასწარი შედეგების მიხედვით, ვაქცინის მე–4 დოზა უსაფრთხოა. ამასთან, მე–4 დოზის გაკეთებიდან 7 დღეში ვაქცინირებულის ანტისხეულების რაოდენობა 5–ჯერ იზრდება", – განაცხადა ბენეტმა.

იგი ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდებს, ჩაიტარონ აცრები, ატარონ ნიღბები და მიიღონ ზომები რისკის ქვეშ მყოფთა დასაცავად.

"ომიკრონის" გავრცელების გამო ისრაელმა 60 წლის ზემოთ პირებისა და მედპერსონალის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის მე–4 დოზით აცრა დაიწყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S