Accentnews.ge
რატომ მიიღეს მოქალაქეებმა ორ–ორი ქვითარი – სემეკ–ის განმარტება

რატომ მიიღეს მოქალაქეებმა ორ–ორი ქვითარი – სემეკ–ის განმარტება

04/01/2022 13:13:51 საზოგადოება

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეების პრეტენზიებთან დაკავშირებით, რომლებმაც წლის ბოლოს და წლის დსაწყისში კომუნალური გადასახადის ორი ქვითარი მიიღეს, განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით.

კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში, იმოქმედებს კანონის შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკ-ის გადაწყვეტილებას წარმოადგენს თბილისში მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემის ამოქმედება, რამაც გამოიწვია ე.წ. გარდამავალ პერიოდში (2021 წლის დეკემბერი, 2022 წლის 3,4 იანვარი) ორი ქვითრის მიღება.

სემეკ-ი მოუწოდებს მოქალაქეებს, დარიცხვებთან დაკავშირებით პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში, მომართონ კომისიას შესაბამისი განცხადებით, რათა სემეკ-ის მიერ მოხდეს ყველა საკითხის შესწავლა.

განცხადების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით: mail@gnerc.org“, – აცხადებენ სემეკ-ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S