
თბილისში კოვიდით ჩვილი გარდაიცვალა
04/01/2022 13:04:31 საზოგადოება
იაშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ–ინფიცირებული ჩვილი გარდაიცვალა. ახალშობილი თბილისში ზუგდიდიდან გადმოიყვანეს.
ჩვილი 2 კვირის განმავლობაში რეანიმაციაში მკურნალობდა. ის მართვით სუნთქვაზე იყო.
ბავშვს კოვიდინფექცია, სავარაუდოდ, ოჯახის წევრებისგან გადაედო, რომლებიც ასევე, ინფიცირებულები იყვნენ, თუმცა ისინი გამოჯანმრთელდნენ.