Accentnews.ge
აშშ-ში ერთ დღეში კოვიდ–ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

აშშ-ში ერთ დღეში კოვიდ–ინფიცირების 1 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

04/01/2022 11:45:27 მსოფლიო

გამოცემა Time-ის ინფორმაციით, აშშ-ში ერთ დღეში კორონავირუსის 1 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.

რეკორდულ ნამატს ომიკრონის შტამს უკავშირებენ. შემთხვევების რაოდენობა ოთხ დღეში გაორმაგდა და 590 000-დან 1 მილიონს მიაღწია.

აშშ-ში გამოვლენილი 1 მილიონი შემთხვევა პანდემიის დაწყების დღიდან მოყოლებული ორჯერ უფრო მაღალია, რაც კი რომელიმე ქვეყანაში დაფიქსირებულა. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის მოქალაქეების მიერ სახლში ჩატარებული ტესტირებების პასუხები სტატისტიკაზე არ აისახება, რაც ნიშნავს, რომ კორონავირუსის რიცხვი შესაძლოა უფრო მაღალია.

კორონავირუსის ახალი შტამი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 24 ნოემბერს დადასტურდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ომიკრონი უკვე 89 ქვეყანაშია გავრცელებული. საქართველოში ომიკრონის 147 შემთხვევა დადასტურდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S