უკრაინის დაზვერვა: რუსეთმა დონეცკსა და ლუგანსკში სამხედრო ნაწილები გააძლიერა და მზადყოფნაში მოიყვანა
04/01/2022 11:00:44 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლობას დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების ოპერატიული ჯგუფები და სამხედრო ნაწილები მზადყოფნის რეჟიმში ჰყავს მოყვანილი.
დაზვერვის სამსახურის ცნობით, საახალწლო დღესასწაულებზე რუსეთმა 1 (ლუგანსკი) და მე-2 (დონეცკი) არმიის მოწინავე პოზიციები დამატებითი პერსონალით და ცეცხლსასროლი იარაღით გააძლიერა.
ამასთან, დაზვერვის უწყების ცნობით, საკონტაქტო ხაზზე მოწინააღმდეგემ სათვალთვალო სისტემებისა და სნაიპერების რაოდენობა გაზარდა, ხოლო რუსეთის შეიარაღებული ძალების ოფიცრების მიერ გაერთიანებული ძალების შენაერთებზე დამიზნებით მიმდინარეობს საარტილერიო ცეცხლის მართვის წვრთნები.


