
უკრაინის კულტურის მინისტრი Netflix-ს უჩივის
04/01/2022 10:55:05 საზოგადოება
უკრაინის კულტურის მინისტრმა ოლექსანდრ ტკაჩენკომ საჩივარი გაუგზავნა კომპანია Netflix-ს. სამინისტროს ხედვაა, რომ კომპანია თავის სერიალში „ემილი პარიზში“ უარყოფითად წარმოაჩენს უკრაინულ ხასიათს.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში ტკაჩენკო წერს:
„მოცემულია უკრაინელი ქალის კარიკატურული სურათი, რაც მიუღებელია! ეს ასევე შეურაცხმყოფელია! ასე ხედავენ უცხოეთში უკრაინელებს?“
უკრაინის მედია ადასტურებს, რომ ტკაჩენკომ წერილი გაუგზავნა Netflix-ს სერიალისთვის, რომელშიც უკრაინელ პეტრას როლს დარია პანჩენკო ასრულებს.
„ემილი პარიზში“ Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტია, რომელიც სხვებმაც გააკრიტიკეს. მაგალითად, ფრანგი კრიტიკოსი შარლ მარტინი წერს: „როცა უყურებ ‘ემილის პარიზში’, მასში უამრავი რამეა შეურაცხმყოფელი. როცა ჩვენი [ფრანგების] კარიკატურულად წარმოსახვა გადაწყვიტეს, ავტორებმა უკან არაფრისგან დაიხიეს უკან – უარი არ თქვეს არც ერთ კლიშეზე, ყველაზე უარესზეც კი.“
Netflix-ს უჩივის ჭადრაკში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი, საერთაშორისო დიდოსტატი ნონა გაფრინდაშვილიც. ის აცხადებს, რომ ფილმ „ლაზიერის გამბიტის“ რეჟისორმა მის შესახებ სიმართლე განზრახ დაამახინჯა. მოჭადრაკე Netflix-ისგან მოითხოვს ფულად კომპენსაციას და შეცდომის გასწორებას. მინისერიალში ნახსენებია, რომ მამაკაც მოჭადრაკეებს ნონა გაფრინდაშვილიც კი არ დაპირისპირებია, რას სიმართლეს არ შეეფერება. გაფრინდაშვილი ასევე ასაჩივრებს იმას, რომ ის მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ.