Accentnews.ge
იტალიაში რუსეთის მოთხოვნით უკრაინელი რეჟისორი დააკავეს

იტალიაში რუსეთის მოთხოვნით უკრაინელი რეჟისორი დააკავეს

04/01/2022 11:30:30 მსოფლიო

უკრაინელი რეჟისორი ევგენი ლავრენჩუკი იტალიაში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განმარტებით, ლავრენჩუკი ნეაპოლში 17 დეკემბერს დააკავეს, თუმცა ამის შესახებ 3 იანვარს გახდა ცნობილი.

რუსეთი რეჟისორის ექსტრადიციას მოითხოვს. უკრაინის კონსულმა დაკავებული უკვე მოინახულა.

გამოცემა TASS-ის ინფორმაციით, მოსკოვის სასამართლომ მსხვილი თაღლითობის ბრალდებით ლავრენჩუკს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება 2020 წლის ივლისში მიიღეს, თუმცა საქმის დეტალებს არ ახმაურებენ.

ლავრენჩუკის მხარდამჭერი ჯგუფის ინიციატორი, მარიანა გუდიჩ-პალი ამბობს, რომ რუსეთის ხელისუფლება რვა წლის წინანდელ ფინანსურ დარღვევას იძიებს, როდესაც ლავრენჩუკი რუსეთში მუშაობდა.

რეჟისორის კოლეგები და ოჯახის წევრები მიიჩნევენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S