
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული
04/01/2022 07:45:30 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 148 შემთხვევაა დადასტურებული.
- საქართველოში "ომიკრონის" შტამი პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 3590 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 67 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 955 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 315 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 302 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 013 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.13%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.67% ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.26%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 942 173 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 904 903 პირი გამოჯანმრთელდა, 14 009 პაციენტი გარდაიცვალა.