
თბილისი და ორი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
04/01/2022 07:08:20 საზოგადოება
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების 3 590 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი დედაქალაქსა და ორ რეგიონზე მოდის. კერძოდ:
- თბილისში გამოვლენილია 1 569 შემთხვევა,
- აჭარა – 366,
- იმერეთი – 505,
- ქვემო ქართლი – 149,
- შიდა ქართლი – 199,
- გურია – 222,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 235,
- კახეთი – 185,
- მცხეთა-მთიანეთი – 93,
- სამცხე-ჯავახეთი – 42,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -25.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 235 საიდანაც:
- 4 394 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 049, აჭარაში – 504, იმერეთში – 745.
- ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 111 პირი, მათ შორის, თბილისში – 541, აჭარაში – 119, იმერეთში – 300.
- ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში – 152, აჭარაში – 33, იმერეთში – 27.
- 892 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 587 – თბილისში, 209 – აჭარაში. 17 949 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
- საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 48 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 47, ხოლო აჭარაში – 1.
- სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 3 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 299 პირი.
- ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 401 ადამიანი.