
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 67 პაციენტი გარდაიცვალა
04/01/2022 06:39:42 საზოგადოება
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 67 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 14 009-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 3 590 პირს დაუდასტურდა, 1 955 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელია: ბოლო შვიდი დღის – 6,26%, დღევანდელი – 9,13%, ბოლო 14 დღის – 5,67%.