Accentnews.ge
ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ–თურქეთის კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

ბლინკენმა და ჩავუშოღლუმ უკრაინის საკითხთან დაკავშირებით აშშ–თურქეთის კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს

04/01/2022 06:35:41 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ვითარების ესკალაციის საფრთხესთან დაკავშირებით კოორდინაციის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან განიხილა თურქეთის მიერ სპეცწარმომადგენლის დანიშვნის საკითხი სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში.

"მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი და ნატო-ს ფარგლებში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებზე", – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S