Accentnews.ge
მედია: გერმანიის კანცლერი რუსეთთან ურთიერთობებში "ახალი სტარტისთვის" ემზადება

მედია: გერმანიის კანცლერი რუსეთთან ურთიერთობებში "ახალი სტარტისთვის" ემზადება

04/01/2022 06:12:49 მსოფლიო

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბერლინსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების „პირადად გაკონტროლებას“ აპირებს,– იუწყება გერმანული გაზეთი Bild.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, მთავრობის თავმჯდომარეს გერმანიასა და რუსეთს შორის „ხარისხობრივად ახალი სტარტის“ იმედი აქვს.

გამოცემის თანახმად, შოლცსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის პირველი შეხვედრა უკვე მზადების პროცესშია:კანცლერის მრჩეველი იენს პლეტნერი „ორი კვირის განმავლობაში“ ამზადებს ამ მოლაპარაკებებს, რომელიც იანვარში გაიმართება.

25 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ იენს პლეტნერი და რუსეთის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში დმიტრი კოზაკი, იანვრის დასაწყისში გამართავენ შეხვედრას უკრაინის გარშემო კონფლიქტისზე სასაუბროდ. როგორც Deutsche Welle იუწყება, კანცლერის მრჩეველი გამოვიდა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მოწოდებით. DPA-ს წყაროების თანახმად კი, ოფიციალური ბერლინი მიზნად ისახავს „ნორმანდიის ფორმატის ოპერატიულ განახლდებას“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S