Accentnews.ge
აშშ-მა, რუსეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ბირთვული ომის დაუშვებლობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს

აშშ-მა, რუსეთმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და ჩინეთმა ბირთვული ომის დაუშვებლობაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს

04/01/2022 06:07:03 მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთმა წევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და რუსეთმა, ერთობლივი განცხადება გააკეთეს ბირთვული ომის თავიდან აცილებასა და გამალებული შეიარაღების დაუშვებლობაზე. განცხადება გამოქვეყნებულია კრემლისა და თეთრი სახლის ვებსაიტებზე.

განცხადება გამოქვეყნდა უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და კრემლის მიერ დასავლეთისთვის წაყენებული ულტიმატუმების ფონზე.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ, რუსეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ჩინეთი, რომლებსაც ბირთვული არსენალი მოეპოვებათ, „თავიანთ უპირველეს პასუხისმგებლობად მიიჩნევენ ომის დაუშვებლობას ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის და სტრატეგიული რისკების შემცირებას“.

განცხადებაში ასევე გამეორებულია ფორმულირება, რომელიც ჯერ კიდევ განიარაღების თაობაზე სსრკ-აშშ-ს შორის მოლაპარაკებებშია გამოყენებული - „ბირთვულ ომში არ შეიძლება იყონ გამარჯვებულები და ის არასოდეს უნდა იქნეს წამოწყებული.“

მხარეებმა ასევე აღნიშნეს გაუვრცელებლობის, განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში მიღწეული ორმხრივი და მრავალმხრივი შეთანხმებებისა და ნაკისრი ვალდებულებების დაცვის მნიშვნელობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S