Accentnews.ge
ფინეთი რუსეთს პასუხობს: "არჩევანის უფლებას არ დავთმობთ"

ფინეთი რუსეთს პასუხობს: "არჩევანის უფლებას არ დავთმობთ"

03/01/2022 19:21:56 მსოფლიო

"თუ ფინეთი გადაწყვეტს, შეუერთდეს ნატო–ს, ქვეყანას აქვს უფლება, მიმართოს ალიანსს წევრობის თხოვნით", – ასე ეხმიანებიან ფინეთში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას.

შესაბამისი კომენტარები პრეზიდენტმა საული ნიინისტიომ და პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა თანამოქალაქეებისადმი საახალწლო მიმართვებისას გააკეთეს.

„ფინეთის არჩევანის თავისუფლება ასევე ითვალისწინებს ნატო–ს წევრობისთვის განაცხადის გაკეთების შესაძლებლობას, თუ ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ამას", – განაცხადა პრეზიდენტმა.

თავის მხრივ, პრემიერმა აღნიშნა, რომ თითოეული ქვეყანა უსაფრთხოების საკუთარ პოლიტიკას ირჩევს. „ჩვენ წარსულის გამოცდილებიდან დასკვნები გამოვიტანეთ. არჩევანის უფლებას არ დავთმობთ", – აღნიშნა სანა მარინმა.

ცოტა ხნის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ "ფინეთისა და შვედეთის ნატო–ში გაწევრიანებას მოჰყვება სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები, რომლებსაც რუსეთის მხრიდან შესაბამისი პასუხი დასჭირდება".

ფინეთი და შვედეთი არც ერთი სამხედრო ალიანისის წევრები არ არიან, თუმცა მათ ძლიერი ურთიერთობები აქვთ როგორც ნატო–სთან, ისე ალიანსის წევრებთან, მათ შორის ნორვეგიასთან, აშშ–სა და დიდი ბრიტანეთთან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S