Accentnews.ge
ხვალ უკრაინას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა

ხვალ უკრაინას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ეწვევა

03/01/2022 18:36:18 მსოფლიო

ხვალ უკრაინას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეფ ბორელი ეწვევა.

ევროპული კომისიის ცნობით, 4–6 იანვარს კიევში ბორელი ოფიციალურ პირებთან შეხვედრებს გამართავს და ეწვევა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე "საკონტაქტო ხაზს".

ცოტა ხნის წინ ბორელმა გერმანულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ–აშშ–ს შორის 10 იანვრისთვის დაგეგმილ შეხვედრას ევროკავშირი უნდა ესწრებოდეს:

"ჩვენ არ გვსურს ვიყოთ მაყურებლები, რომლებიც პროცესში არ მონაწილეობენ და რომელთა მიღმაც იღებენ გადაწყვეტილებებს".

დასავლური მედიის ცნობით, აშშ-მა არაერთხელ განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეების და უკრაინის გარეშე რეგიონის უსაფრთხოების თაობაზე არც ერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S