აშშ–ის FDA–მ 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცა
03/01/2022 16:41:38 მსოფლიო
აშშ–ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში "ფაიზერის" ვაქცინის მესამე დოზით აცრის ნებართვა გასცა.
ამასთან, FDA–მ მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზის გაკეთების დრო 6–დან 5 თვემდე შეამცირა.
აშშ–ის სურსათისა და წამლების ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ისრაელიდან მიღებული მონაცემები.


