Accentnews.ge
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის გახდა

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის გახდა

03/01/2022 14:34:09 მსოფლიო

მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული ადამიანი 119 წლის გახდა. იაპონელმა კანე ტანაკამ დაბადების დღე ფუკუოკას პრეფექტურაში, მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა.

ტანაკა 1903 წლის 2 იანვარს დაიბადა. ქალი 19 წლის ასაკში დაქორწინდა ბრინჯის მაღაზიის მფლობელზე და საოჯახო ბიზნესს 103 წლამხე უძღვებოდა.

ტანაკა ორ მსოფლიო ომს და ორ პანდემიას ("ესპანური გრიპი" და "კოვიდ–19") მოესწრო. მან ორჯერ დაამარცხა სიმსივნე.

ტანაკას შოკოლადი და გაზიანი სასმელები უყვარს და სურს 120 წელი იცოცხლოს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S