რუსეთმა სირიაში, იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა
03/01/2022 14:13:37 მსოფლიო
რუსეთის ავიაციამ სირიაში, ქალაქ იდლიბის მიმდებარე ტერიტორია დაბომბა. იერიში მიიტანეს რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე და სადგურზე, რომლეიც მოსახლეობას წყლით ამარაგებს.
მოხდარის შედეგად იდლიბის წყლით მომარაგება შეწყდა.
დაზარალდა ქალაქის დასავლეთში მდებარე დროებითი ბანაკები.
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადი აცხადებს, რომ მისი სამიზნე მხოლოდ ჯიჰადისტების თავშესაფარი ადგილები იყო.
სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო 2011 წელს, როდესაც პრეზიდენტ ალ-ასადის წინააღმდეგ ამბოხება მოხდა. 2011 წლიდან დღემდე დაღუპულია 400 ათასი ადამიანი, მილიონობით ადამიანი კი იძულებული გახდა საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა. დაპირისპირებაში ჩართული არიან სხვა საერთაშორისო მონაწილეებიც.


