
IFJ - 2021 წელს საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს მსოფლიოში 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს
03/01/2022 10:30:45 საზოგადოება
ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის (IFJ) ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს მსოფლიოს მასშტაბით საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს 45 ჟურნალისტი და მედიის თანამშრომელი მოკლეს.
ორგანიზაციის ცნობით, მსგავსი შემთხვევები 20 ქვეყანაში დადასტურდა, თუმცა ზოგადი სტატისტიკა წინა წელთან შედარებით შემცირებულია, რადგან 2020 წელს 65 ჟურნალისტი გარდაიცვალა პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს აზიის წყნარი ოკეანის რეგიონი 20 ჟურნალისტი მოკლეს, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკაში 10, აფრიკაში 8, ევროპაში 6, ხოლო ახლო აღმოსავლეთსა და არაბულ სამყაროში 1.