
გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ვიქტორ სანეევი
03/01/2022 10:15:56 საზოგადოება
76 წლის ასაკში გარდაიცვალა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის მრავალგზის ჩემპიონი და მსოფლიოს სამგზის რეკორდსმენი, მძლეოსანი ვიქტორ სანეევი. იგი საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად იყო აღიარებული.
ვიქტორ სანეევი 1945 წელს სოხუმში დაიბადა. სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ 90-იანი წლებიდან ვიქტორ სანეევი ავსტრალიაში ცხოვრობდა. 2000 წელს სიდნეის ოლიმპიადაზე იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.
ვიქტორ სანეევი იყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ორდენის ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების, ღირსების ორდენის და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის კავალერი.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს