
ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი ზურაბ გუჩუა გარდაიცვალა
03/01/2022 09:08:25 საზოგადოება
ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი ზურაბ გუჩუა 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.
როგორც "აქცენტს" მისმა ახლობლებმა განუცხადეს, გუჩუა უკანასკნელ პერიოდში მძიმე სენს ებრძოდა.
გუჩუა 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე.