
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 147 შემთხვევაა დადასტურებული
03/01/2022 07:15:34 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 147 შემთხვევაა დადასტურებული.
- საქართველოში "ომიკრონის" შტამი პირველად 20 დეკემბერს დაფიქსირდა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 943 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 789 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 032 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 413 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 619 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.27%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.50% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.77%.
- საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 938 583 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 902 948 პირი გამოჯანმრთელდა, 13 942 პაციენტი გარდაიცვალა.