Accentnews.ge
აშშ-ის თავდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

აშშ-ის თავდაცვის მდივანს კორონავირუსი დაუდასტურდა

03/01/2022 06:49:25 მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ოსტინის თქმით, მას ვირუსის ნიშნები სახლში შვებულების დროს გამოუვლინდა.

როგორც იგი აცხადებს, მსუბუქი სიმპტომები აქვს.

ლოიდ ოსტინი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად ვაქცინირებულია და ოქტომბერში მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზაც გაიკეთა.

მისი განცხადებით, როგორც ექიმმა განუმარტა, აცრის შედეგია, რომ დაავადების მსუბუქი ფორმა აქვს.

თავდაცის მდივანი მოქალაქეებს მოუწოდებს, "ბუსტერ" დოზა გაიკეთონ.

მისი ინფორმაციით, პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ბოლოს შეხვდა 21 დეკემბერს, სიმპტომების გამოვლენამდე კვირაზე მეტი ხნით ადრე, იმ დილით გაკეთებული ტესტის პასუხი კი, უარყოფითი ჰქონდა.

ლოიდ ოსტინი მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში სახლში კარანტინში იქნება, თუმცა თავდაცვის მდივნის უფლებამოსილების შესრულებას გააგრძელებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S