აშშ–ში ტყუპები სხვადასხვა წელიწადში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ
03/01/2022 06:43:23 მსოფლიო
აშშ–ში ტყუპები სხვადსხვა წელიწადში, თვესა და რიცხვში დაიბადნენ.
ამერიკული მედიის ცნობით, კალიფორნიაში ქალმა ტყუპები გააჩინა, რომელთაგან ერთი 2021 წელს დაიბადა, ხოლო მეორე 2022 წელს.
პირველი ბავშვი 31 დეკემბერს 23:45 საათზე გაჩნდა, მეორე კი 15 წუთის შემდეგ 1 იანვარს.
ჩვილები ნავიდადის სამედიცინო ცენტრში დაიბადნენ. სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ასეთი შემთხვევის შანსი 2 მილიონში ერთია.


