Accentnews.ge
პუტინმა და ერდოღანმა რუსულ–თურქული ურთიერთობების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით განმტკიცების პირობა დადეს

პუტინმა და ერდოღანმა რუსულ–თურქული ურთიერთობების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით განმტკიცების პირობა დადეს

03/01/2022 06:00:36 მსოფლიო

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა და თურქეთის ლიდერმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას რუსულ–თურქული ურთიერთობების, მათ შორის სამხედრო მიმართულებით განმტკიცების პირობა დადეს.

კრემლის ცნობით, ერდოღანმა და პუტინმა „განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობა და დაადასტურეს, რომ რუსეთსა და თურქეთს შორის ორმხრივი სასარგებლო ურთიერთობის განვითარების მტკიცე სურვილი აქვთ“.

"ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ისაუბრეს გლობალურ საკითხებზეც, მათ შორის რუსეთის მოთხოვნებზე უსაფრთხოების გარანტიების იურიდიულად გაფორმების შესახებ, სამხრეთ კავკასიაში, სირიასა და ლიბანში არსებულ ვითარებაზე. მხარეებმა განაცხადეს, რომ პირად კონტაქტებს გააგრძელებენ", – აცხადებენ კრემლში.

თავის მხრივ, თურქულმა მხარემ აღნიშნა, რომ საუბრის მიზანი რუსულ–თურქული ურთიერთობების განვითარებისკენ მიმართული ნაბიჯების განხილვა იყო:

"მხარეებმა განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის ვითარება კავკასიაში, სირიასა და ლიბანში. საუბრისას დადასტურდა სურვილი, განავითარონ თურქულ-რუსული ურთიერთობები ყველა მიმართულებით".

ცნობისთვის: აღნიშნულ სატელეფონო საუბრამდე რუსეთმა თურქეთი გააკრიტიკა თურქული წარმოების დრონების უკრაინისთვის მიყიდვის გამო. 26 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაამტკიცა, რომ მათ სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენეს თურქული საბრძოლო დრონი – Bayraktar TB2.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

10 იანვარს ჟენევაში დაგეგმილია ამერიკის შეერთებული შტატებსა და რუსეთს შორის მოლაპარაკების გამართვა. 12 იანვარს ბრიუსელში დანიშნულია ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S