
ნალექი, ნისლი და ქარბუქი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
02/01/2022 17:08:32 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.
გარდა ამისა, სინოპტიკოსები პროგნოზირებენ მთაში ძლიერ თოვას, ნისლს და ქარბუქს, ხოლო ზღვაზე 3-4-ბალიან შტორმულ ღელვას. საავტომობილო გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.
ინტენსიური თოვის გამო, საქართველოში საავტომობილო გზების ნაწილზე შეზღუდვები დაწესდა.