
საქართველოში "ომიკრონით" ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
02/01/2022 08:35:36 საზოგადოება
31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 144 შემთხვევაა დადასტურებული.
ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 796 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 291 პაციენტი, 45 გარდაიცვალა.