
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
01/01/2022 09:02:50 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2 103 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 60 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 553 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 34 234 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 590 კვლევა ანტიგენის ტესტით და 16 644 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.14%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.55% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.58%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 103 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 1 013 შემთხვევა,
- აჭარა - 218,
- იმერეთი - 268,
- ქვემო ქართლი - 102,
- შიდა ქართლი -118,
- გურია - 78,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 141,
- კახეთი -97,
- მცხეთა-მთიანეთი -34,
- სამცხე-ჯავახეთი - 28,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -6.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 26 090, საიდანაც: 4 495 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 043, აჭარაში - 469, იმერეთში - 863. • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 164 პირი, მათ შორის, თბილისში - 551, აჭარაში - 115, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 269 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 25, იმერეთში - 25.
832 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 526 - თბილისში, 203- აჭარაში.
20 763 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 31 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 943 ადამიანი.