Accentnews.ge
ნაყოფია: "სააკაშვილს ახლა უფრო დაკლებული აქვს, ვიდრე შიმშილობის დროს"

ნაყოფია: "სააკაშვილს ახლა უფრო დაკლებული აქვს, ვიდრე შიმშილობის დროს"

31/12/2021 17:10:37 საზოგადოება

"ნაციონალური მოძრაობის" აღმასრულებელი მდივნის კობა ნაყოფიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ის საკმაოდ სუსტადაა.

როგორც ნაყოფიამ რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს სჭირდება კვალიფიციური მედიკოსების ზედამხედველობა და ის ნევროპათოლოგის დაკვირვების ქვეშ უნდა იყოს.

"ფიზიკურად სააკაშვილი არის ძალიან სუსტად. თვალის მოძრაობის პრობლემა აქვს. აშკარად კვალიფიციური ნევროპათოლოგის დაკვირვება არის საჭირო. მას კიდევ უფრო დაკლებული აქვს წონაში. ანუ იმაზე მეტად აქვს დაკლებული, ვიდრე შიმშილობის დროს. ესეც მეტყვლეებს მის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ქართული ოცნება მაქსიმალურად ცდილობს, რომ დააზიანოს მისი ჯანმრთლობა. აუცილებელია რომ ჩაერთოს კვალიფიციური მედპერსონალი. ამასთან მინდა ვთქვა, რომ ის ძალიან საღად აზროვნებს, არის ძალიან კარგ პოლიტიკურ ფორმაში", - განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S