
ლარი მცირედით გამყარდა
31/12/2021 14:24:12 საზოგადოება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 იანვარს ერთი ამერიკული დოლარი 3.0892 ლარი ეღირება, ევრო – 3.4991 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 4.1710 ლარი.
დღეს ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 3.0976 ლარი ღირდა, ევრო – 3.5040 ლარი, ხოლო ფუნტი – 4.1737 ლარი.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, პირველი იანვრისთვის ამოქმედდება.