Accentnews.ge
ლავროვი კიევს „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა

ლავროვი კიევს „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა

31/12/2021 16:12:42 მსოფლიო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, „ადეკვატური პასუხით“ დაემუქრა უკრაინას დონბასში „შესაძლო პროვოკაციების“ შემთხვევაში.

ამასთან, მან უკრაინის „ხელისუფლების მილიტარისტული განწყობების მხარდაჭერაში“ დასავლეთი დაადანაშაულა.

“რაც შეეხება დონბასს, სადაც ასობით ათასი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ცხოვრობს, რუსეთი მათ დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიმართავს“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში.

მანამდე აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც უკრაინის გარშემო ვითარების დეესკალაციას და უსაფრთხოების საკითხების გარშემო აშშ-ისა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებას შეეხებოდა.

მედია წერს, რომ პუტინთან საუბრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა დაასახელა ორი გზა, რომლებსაც აშშ აირჩევს რუსეთის შემდგომი ქმედებების მიხედვით - ან დიპლომატია, ან რუსეთის შეკავება მისთვის სერიოზული ფინანსურ-ეკონომიკური ზარალის მომტანი უპრეცედენტო სანქციებით და ნატოს გაძლიერებით.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო, უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები ვარაუდობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და დასავლეთს ადანაშაულებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S