Accentnews.ge
მოწევა ტაქსიშიც აიკრძალა

მოწევა ტაქსიშიც აიკრძალა

31/12/2021 13:41:20 საზოგადოება

საქართველოს პარლამენტმა "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონში ცვლილებები შეიტანა და მოწევა ტაქსიშიც აკრძალა.

მოწევა აიკრძალება ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მათ შორის კატერშიც.

იმ შემთხვევაში, თუ ტაქსიში მგზავრი თამბაქოს მოწევს, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება. ჯარიმა არ ეკისრება მგზავრს.

გარდა ამისა, აკრძალულია მოწევა იმ სატრანსპორტო საშუალებაში, სადაც ბავშვი ზის. ამ შემთხვევაში მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება. დარღვევის ბოლო ერთ წელში განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 100 ლარი ხდება, მესამედ კი - 150 ლარი. ყოველი შემდეგი ჯარიმის მოცულობა 150 ლარია.

კანონპროექტის მიხედვით, ეს კანონი 2022 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ამისთვის პრეზიდენტის ხელმოწერაა საჭირო.

მოწევა დახურულ სივრცეში - საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში 2018 წლის 1 მაისიდან არის აკრძალული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S