Accentnews.ge
გამყრელიძე: "2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება"

გამყრელიძე: "2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის ვაქცინაცია იქნება"

31/12/2021 13:33:09 საზოგადოება

NCDC–ს დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, 2022 წლის მიზანი სრული მოსახლეობის 70%-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრა იქნება.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა საკუთარი პოზიცია, რომ მომხრეა გარკვეული ჯგუფებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი არასაკმარისი კომუნიკაციის შედეგია და საჭირო იყო უფრო აქტიური და აგრესიული კამპანიის ჩატარება. თუმცა ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა ადამიანების თვითშეგნებასა და აცრის მნიშვნელობის გააზრებაშიცაა.

„როცა მიზეზებზე მეკითხებიან, რატომ ვერ გავედით სამიზნე მაჩვენებელზე, პირველი მიზეზი ყოველთვის იყო და არის, რომ მაინც დავაკელით საკომუნიკაციო კამპანია ქვეყანაში. უფრო აქტიური, აგრესიული უნდა ყოფილიყო ეს ყველაფერი. მაშინ, როცა ჩვენ ივლისიდან შევქმენით საკმარისი მარაგი - ივლისიდან მოყოლებული სექტემბრის ბოლომდე 5 მილიონამდე ვაქცინის დოზა უკვე გვქონდა, რომლითაც მოცვა უნდა ყოფილიყო. სამწუხაროდ ჩვენ ვერ გავედით 60%-იან მოცვაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის: ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 100 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 42 ადამიანი.

NCDC-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის ზრდასრული მოსახლეობის 40% სრულადაა ვაქცინირებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S