Accentnews.ge
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42  პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 42  პაციენტი გარდაიცვალა

31/12/2021 07:04:54 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2100 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 42 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2251 პირი.

ქვეყანაში ჩატარდა 38 802 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23 472, „პისიარ“-ტესტით – 15 330.

დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,41%, ბოლო 14 დღის – 5,5%, ბოლო შვიდი დღის – 5,28%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 100 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა,
  • აჭარა - 188,
  • იმერეთი - 281,
  • ქვემო ქართლი - 108,
  • შიდა ქართლი -115,
  • გურია - 84,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 132,
  • კახეთი -138,
  • მცხეთა-მთიანეთი -28,
  • სამცხე-ჯავახეთი - 41,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 600 საიდანაც:

4 551 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 049, აჭარაში - 479, იმერეთში - 863.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 191 პირი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 312. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 282 პირი, მათგან თბილისში - 160, აჭარაში - 35, იმერეთში - 25.

858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 536 - თბილისში, 214- აჭარაში.

20 191 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 57 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 062 ადამიანი.

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 934 741 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 895 315 პირი გამოჯანმრთელდა, 13 800 პაციენტი გარდაიცვალა.
  • სულ ჩატარდა 2 512 858 აცრა, დღიურად აცრილია 5 532 პირი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S