როგორ ხვდება მსოფლიო ახალ წელს პანდემიის პირობებში
31/12/2021 06:54:59 მსოფლიო
მსოფლიო ახალი წლის შესახვედრად პანდემიის პირობებში ემზადება. კორონავირუსის ახალი შტამის „ომიკრონის“ გამო ქვეყნებში საახალწლო ღონისძიებების ნაწილი გაუქმდა, ნაწილი კი წესების მკაცრი დაცვით გაიმართება.
აშშ–ში, ნიუ იორკში, სადაც ბროლის ბურთის დაშვებას ახალი წლის ღამეს მოქალაქეები შეზღუდული რაოდენობით დაესწრებიან და ღონისძიებაზე მოსახვედრად მათ კოვიდპასპორტის წარდგენა მოუწევთ.
ლონდონში მოქალაქეებს 2022 წლის შემოსვლას ბიგ-ბენი ამცნობს. საათის განახლებული მექანიზმი წინასწარ შეამოწმეს, თუმცა ლონდონში საახალწლო ფოირვერკს არ გაუშვებენ.
წელს ახალი წლის დადგომასთან ერთად ლონდონში, პარიზში, ციურიხში, ბრიუსელში, რომსა და ვარშავაში საახალწლო ფოიერვერკს არ გაუშვებენ, არ გაიმართება მასშტაბური კონცერტებიც.
ევროპის რიგი ქვეყნებისგან განსხვავებით, ავსტრალიის მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება, რომ წელს გაიმართება ფოიერვერკების შოუ. პანდემიის მიუხედავად, საახალწლო ღონისძიებები ბრაზილიაშიც ჩატარდება.
საახალწლოდ მკაცრი შეზღუდვები დააწესეს ინდოეთში, სადაც ღამე კომენდანტის საათი იმოქმედებს და რესტორნებს მომხმარებელთა რაოდენობის შეზღუდვა მოუწევთ.
ბოლო პერიოდში მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.


