"ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს მოვთოკოთ"
30/12/2021 17:48:29 ეკონომიკა
"ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია მომავალი წლის ბოლოს", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ინფლაცია კომპლექსური პრობლემაა, ამიტომ ერთი პასუხისმგებელი უწყების გამოკვეთა არასწორი იქნება.
როგორც მან აღნიშნა, მთელი ეკონომიკური გუნდი ატარებს ღონისძიებას, რათა ფასები მოითოკოს.
„ჩვენ შეგვწევს იმის უნარი, რომ მოვთოკოთ ინფლაცია უკვე მომავალი წლის ბოლოს. ეროვნული ბანკის პროგნოზით, მომავალი წლის ბოლოს ინფლაცია ისევ ნორმალურ, 3-4%-იან ნიშნულზე იქნება. რაიმე სხვა სერიოზული, ფუნდამენტური საფუძველი ჩვენს ეკონომიკაში ინფლაციისთვის არ არსებობს. ჩვენი ეკონომიკა კვლავ ჯანსაღია, აქედან გამომდინარე, ეს პრობლემა არის მართლაც კონკრეტული გამოწვევით განპირობებული", - განაცხადა თურნავამ.


