Accentnews.ge
მოსკოვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის პირობებს ასახელებს

მოსკოვი საქართველოსთან ავიამიმოსვლის პირობებს ასახელებს

30/12/2021 11:44:24 პოლიტიკა

რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენების აკრძალვას მაშინ მოუხსნიან, როცა ამისთვის შესაბამისი წინაპირობები იქნება, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ "РИА Новости"-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

«განგრძობადი პანდემიის პირობებში ცალკეულ ქვეყნებთან ავიამიმოსვლის საკითხების გადაწყვეტისას უპირველესად, სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და შესაბამისი პროფილური უწყებების რეკომენდაციებს ვითვალისწინებთ. საქართველოს შემთხვევაში კი გასათვალისწინებელია პოლიტიკური ფაქტორებიც" - განაცხადა რუდენკომ.

ამასთან, მისივე თქმით, აკრძალვა დროებითია და მისი გაუქმების პირობები ქართული მხარისთვის "კარგადაა ცნობილი".

"2019 წლის ივლისში შემოღებული აკრძალვა იძულებითი ნაბიჯი იყო ქართველი რადიკალების ცნობილი ანტირუსული პროვოკაციის საპასუხოდ. სათანადო წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში აკრძალვა მოიხსნება. ეს წინაპირობები ქართული მხარისთვის კარგადაა ცნობილი და მათ არ გავიმეორებ», – დასძინა უდენკომ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S