მოსკოვი საქართველოში ნატო-ს თავდასხმითი სისტემების შესაძლო განთავსებას "წითელ ხაზად" აფასებს
30/12/2021 11:42:02 პოლიტიკა
"საქართველოს ტერიტორიაზე ნატო-ს თავდასხმითი სისტემების განთავსება რუსეთისთვის უშუალო საფრთხის გამო "წითელი ხაზის" გადაკვეთა იქნება" - განაცხადა "РИА Новости"-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ.
მისივე თქმით, "მოსკოვი თბილისთან მშვიობიანი თანაარსებობისა და თანასწორუფლებიანი პარტნიორობის მომხრეა, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიუხედავად".
«ნატო-ში საქართველოს გაწევრიანება და ქვეყნის ტერიტორიაზე შეიარაღების თავდასხმითი სისტემების განთავსება ჩვენთვის "წითელი ხაზებია", რადგან მსგავსი ქმედებები ძირეულად შეცვლის სამხრეთ კავკასიაში სამხედრო-პოლიტიკურ ძალთა ბალანსს და უშუალო საფრთხეს შეუქმნის რუსეთსა და მის მოკავშირეებს" - განაცხადა რუდენკომ.


