პუტინმა და ლუკაშენკომ ერთობლივი სამხედრო წვრთნები დააანონსეს, რომელიც ბელარუსში გაიმართება
30/12/2021 10:39:05 მსოფლიო
რუსეთმა და ბელარუსმა ერთობლივი სამხედრო წვრთნები დააანონსეს.
როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, "წვრთნები თებერვალში ან მარტში ბელარუსში გაიმართება".
რუსეთი და ბელარუსი ერთობლივ წვრთნებს რეგულარულად აწყობენ. ბოლო წვრთნები, რომელიც მასშტაბურ საომარ თამაშებს მოიცავდა, 2021 წლის სექტემბერში გაიმართა და მასში 200 000 სამხედრო მონაწილეობდა.
ცნობისთვის: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. უკრაინაში ზოგიერთი ოფიციალური პირი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთმა შესაძლოა, თავდასხმა ბელარუსის ტერიტორიიდან განახორციელოს. რუსეთის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და ნატო–ს ადანაშაულებს.


