
კვლევა – პუტინის რეიტინგი მცირდება
22/08/2019 12:10:51 სხვა, მსოფლიო
ლონდონის ქინგსის კოლეჯში არსებული რუსული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის შედეგების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეიტინგი მცირდება. კერძოდ, რესპონდენტთა მხოლოდ 49%–ს მოსწონს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის საქმიანობა, მაშინ როცა რუსთის მიერ ყირიმის ანექსიამდე ეს მაჩვენებელი 86% იყო.
კითხვაზე, „დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს მისცემდით თუ არა ხმას მოქმედ პრეზიდენტს?“, გამოკითხულთა მხოლოდ მესამედმა – 33,7%–მა გასცა დადებითი პასუხი, მაშინ როცა რუსეთში ბოლო დროს გამართული საპროტესტო აქციების დარბევამდე ეს მაჩვენებელი 42%–ს აჭარბებდა იყო.
კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა 38,6% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 34,2% – ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
კვლევა 2019 წლის 29 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა. სულ გამოიკითხა რუსეთის 1206 მოქალაქე.