Accentnews.ge
საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული

30/12/2021 08:54:54 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ამ დროისთვის „ომიკრონით“ ინფიცირების 93 შემთხვევაა დადასტურებული.

იმნაძის თქმით, მათ უმრავლესობაზე დამყარებულია ეპიდმეთვალყურეობა და ცნობილია გადაცემის ჯაჭვი, თუმცა მისი თქმით, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება, ეს ვერ გაგრძელდება.

„რა თქმა უნდა, ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილება გვაჩვენებს, გავრცელდება უფრო სწრაფად, როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გზა არის ერთი. მგონი, ახალწლებს გვაცდის, რომ აღვნიშნოთ, მაგრამ კიდევ ერთი რჩევაა, მაქსიმალურად ვეცადოთ ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობაა. პირველი და ძირითადია, ვიყოთ აცრილები, რათა ვიყო დაცულები“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში საკმაოდ მაღალია იმ პირთა რიცხვი, ვისაც კორონავირუსი არ გადაუტანია და არ არის აცრილი, მათი ინფიცირების შემთხვევაში სამედიცინო სექტორზე დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზრდება.

მან მოქალაქეებს რეგლაციების დაცვისა და აცრებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S