
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა
30/12/2021 06:58:35 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2097 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 331 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.15%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 097 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა,
- აჭარა - 222,
- იმერეთი - 309,
- ქვემო ქართლი - 114,
- შიდა ქართლი - 97,
- გურია - 92,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 140,
- კახეთი -135,
- მცხეთა-მთიანეთი -49,
- სამცხე-ჯავახეთი - 30,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -22.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 25 793 საიდანაც: 4 712 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 073, აჭარაში - 486, იმერეთში - 893. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 211 პირი, მათ შორის, თბილისში - 554, აჭარაში - 119, იმერეთში - 334. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი, მათგან თბილისში - 159, აჭარაში - 36, იმერეთში - 27. 873 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 550 - თბილისში, 214- აჭარაში. 20 208 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.
სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 29 997 ადამიანი.