
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა
30/12/2021 06:56:36 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2097 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 331 პირი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 39 036 კვლევა ტესტით, მათ შორის 23 112 კვლევა ანტიგენის ტესტით და 15 924 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.37%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.57% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.15%.