Accentnews.ge
გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წაიყვანეს

გვარამიას ინფორმაციით, სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან წაიყვანეს

29/12/2021 23:54:43 საზოგადოება

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ნიკა გვარამია „ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილი წაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან.

„მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტალიდან გაიტაცეს. მიმართულება - უცნობია. მისი მდგომარეობა - უცნობია", - აღნიშნავს გვარამია.

ბოლოს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა სახალხო დამცველის რწმუნებული საბა ბრაჭველი.

„როგორც გავიგეთ, 27 დეკემბერს არის დასმული ახალი დიაგნოზი. თავად პაციენტი, რასაც ამბობს, მას ჰქონდა სამი ჰიპერტონიული კრიზი. ამ დროისთვის თავს კვლავ არ გრძნობს კარგად და ითხოვს დამატებით სპეციალისტებთან შეხვედრას, მათ შორის ექიმ ნევროლოგთან კონსულტაციას", - თქვა ბრაჭველმა.

27 დეკემბერს ღამით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მისი გადაყვანა ძალით სცადეს, რასაც წინააღმდეგობა გაუწია, გაითიშა და დროის გარკვეული მონაკვეთი აღარ ახსოვს.

28 დეკემბერს პენიტენციურმა სამსახურმა გავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გადაყვანა დროებით გადავადდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S