მედია –აშშ–მა ავიამზიდ „ჰარი ტრუმენსა“ და მის თანმხლებ ხუთ სამხედრო გემს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უნდა გადასულიყვნენ, მიმართულება შეუცვალა
29/12/2021 08:33:25 მსოფლიო
აშშ–მა ავიამზიდ „ჰარი ტრუმენსა“ და მის თანმხლებ ხუთ სამხედრო გემს, რომლებიც ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უნდა გადასულიყვნენ, მიმართულება შეუცვალა, – იუწყება AP პენტაგონის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.
მისი ცნობით, უკრაინის საზღვართან არსებული დაძაბულობის გამო აშშ-მა გემების ხმელთაშუა ზღვაში დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
ოფიციალური პირის განცხადებით, ავიამზიდი და მისი თანმხლები ხუთი ხომალდი საბერძნეთსა და იტალიას შორის, იონიის ზღვაში დარჩება.
ცნობისთვის: უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების ბოლოდროინდელი თავმოყრის გამო უკრაინა და დასავლეთის სახელმწიფოები შიშობენ, რომ რუსეთი ახალი ინტერვენციისთვის ემზადება. პუტინის ხელისუფლება ამას უარყოფს და სიტუაციის დაძაბვაში უკრაინას და ნატო–ს ადანაშაულებს.


