
„დეზერტირების ბაზარში“ გარდაცვლილი მოქალაქე არ იყო უსახლკარო, მას სახელმწიფოსგან მიღებული ჰქონდა ბინა"
29/12/2021 07:48:29 საზოგადოება
თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ე.წ. დეზერტირების ბაზარში გარდაცვლილი პირი უსახლკარო იყო.
როგორც კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, გარდაცვლილს სახელწიფოსგან ბინა მიღებული ჰქონდა:
„ძალიან სამწუხარო ფაქტის მოწმენი გავხდით რამდენიმე დღის წინ, "დეზერტირების ბაზარში" გარდაცვლილი იპოვეს ადამიანი. ეს ტრაგიკული ამბავი ჩვენი მედიასაშუალებების ნაწილმა ისევ სიცრუის, დეზინფორმაციის გავრცელების საბაბად გამოიყენა და საზოგადოებას ამცნო, რომ გარდაცვალების მიზეზი გახდა სხეულის გაყინვა, რადგან ეს პიროვნება იყო უსახლკარო და ღამეს ათევდა ღია ცის ქვეშ. სინამდვილეში გარდაცვლილი პიროვნება არ იყო უსახლკარო, მას სახელწიფოსგან მიღებული აქვს ბინა".