Accentnews.ge
ვის ჩამოეწერება სანქცია-საურავები და ვინ გათავისუფლდება 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან

ვის ჩამოეწერება სანქცია-საურავები და ვინ გათავისუფლდება 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან

29/12/2021 07:21:34 საზოგადოება

მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეებს სანქცია-საურავები ჩამოეწერებათ და 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდებიან. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

"გუშინ საკრებულომ ასევე დაამტკიცა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა. ამჯერად მინდა მივმართო იმ სუბიექტებს, რომლებიც ხვდებიან აღნიშნულ საშეღავათო პროგრამაში. ესენი არიან ძირითადად მუნიციპალიტეტის და მუნიციპალური საწარმოების მოიჯარეები, რომელთაც უნდა ჩამოვაწეროთ სანქცია-საურავები და გავათავისუფლოთ 2020-2021 წლების იჯარის გადასახადისგან. სურვილის შემთხვევაში მათთვის უნდა განისაზღვროს დამატებითი ვადა, ვადაგასულ საიჯარო ხელშეკრულებებს უნდა აღვუდგინოთ ვადები. ამისთვის საჭიროა, აღნიშნულმა სუბიექტებმა მიმართონ მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რათა შესაბამისი ცვლილებები უმოკლეს დროში განხორციელდეს და შეძლონ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის მიერ დადგენილი შეღავათებით. რაც შეეხება მიმართვის ვადას, დაინტერესებულმა პირებმა მერიის ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართონ პირველ აპრილამდე. დეტალური ინფორმაცია ხვალიდან განთავსდება თბილისის მერიის ვებ–გვერდზე“,- აღნიშნა კალაძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S