Accentnews.ge
თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 2 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

29/12/2021 06:53:04 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 2514 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 2 711 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 059 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 700 კვლევა ანტიგენის ტესტით და 19 359 PCR ტესტით..

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 5.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.65% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.09%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 514 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 1 226 შემთხვევა,
  • აჭარა - 232,
  • იმერეთი - 304,
  • ქვემო ქართლი - 119,
  • შიდა ქართლი - 108,
  • გურია - 114,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 148,
  • კახეთი -134,
  • მცხეთა-მთიანეთი -62,
  • სამცხე-ჯავახეთი - 46,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი -21.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 078 საიდანაც: 4 794 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 080, აჭარაში - 484, იმერეთში - 936. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 231 პირი, მათ შორის, თბილისში - 542, აჭარაში - 121, იმერეთში - 346. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 296 პირი, მათგან თბილისში - 164, აჭარაში - 35, იმერეთში - 28. 858 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 548 - თბილისში, 201- აჭარაში. 20 426 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 42 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 41, ხოლო აჭარაში - 1.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 31 241 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S