
"გორის კლინიკა, სადაც სააკაშვილი მკურნალობს, პაციენტებთან მნახველების შესვლას ზღუდავს"
28/12/2021 12:24:25 საზოგადოება
გორის სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორი მალხაზ ურთმელიძე აცხადებს, რომ კლინიკაში პაციენტების მონახულებაზე შეზღუდვები წესდება. სწორედ ამ კლინიკაში მკურნალობს პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
"რამდენადაც ვიცი დღევანდელი დღისთვის მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტორთა რიცხვი ამოწურულია. დღეიდან ჰოსპიტალში ნებისმიერი ვიზიტორის შესვლა იზღუდება 4-დან 6 საათამდე. ეს ეხება შაბათ-კვირასაც", - განაცხადა კლინიკის დირექტორმა.