დონბასს ორმა ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაუფრინა
28/12/2021 11:00:01 მსოფლიო
აღმოსავლეთ უკრაინას, მათ შორის სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას ორმა ამერიკულმა სადაზვერვო თვითმფრინავმა გადაუფრინა, რომელიც ინფორმაციის შეგროვების უნიკალური შესაძლებლობებითაა აღჭურვილი.
ეს ამერიკული არმიის პირველი მსგავსი ოპერაცია იყო, - იუწყება ჟურნალი Forbes.
მისივე მონაცემებით, საჰაერო ხომალდები E-8C და RC-135V უკრაინის საჰაერო სივრცეში, გამყოფი ხაზიდან დაახლოებით 60 კმ-ში ფრენდნენ.
ცნობისთვის: E-8C აღჭურვილია მძლავრი რადარით, რომელსაც 250 კმ რადიუსში 600-მდე ერთეული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ფიქსირება შეუძლია. Boeing RC-135V კი რადიოელექტრონულ დაზვერვას აწარმოებს და ეკიპაჟების საუბრების ფიქსირების უნარი აქვს.
როგორც Forbes-ი აღნიშნავს, ამ მისიას სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა: იგი განხორციელდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ამასწინანდელი გაფრთხილების მიუხედავად "რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ნატო-ს ძალების განთავსების შემთხვევაში მოსალოდნელი სერიოზული შედეგების" თაობაზე.
თვითმფრინავები ჩართული ტრანსპონდერებით ფრენდნენ, რაც რუსულ მხარეს მათი გადაადგილებისთვის თვალის დევნების საშუალებას აძლევდა.


